„სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 01/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 21/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.002.004
  • Word
337
30/05/2007
სსმ, 77, 01/06/2007
120.010.000.08.002.004
„სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №337

2007 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №130, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ზღვრული ნორმები (დანართი №2).“;

გ) ბრძანებულების 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. რისკის დონეების მიხედვით ამ ბრძანებულების №2 დანართით დამტკიცებული ზღვრული ნორმე-ბის ფარგლებში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“;

დ) ბრძანებულებით დამტკიცებული №2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქვეყნის გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ზღვრული ნორმები“;

ე) ბრძანებულებით დამტკიცებულ №2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 გრაფა:

შესაბამისი თანამდებობის ზღვარი

გრძელვადიანი მივლინების თანხა

შენიშვნა

13

თარჯიმანი (არაბული ენის სპეციალისტი)

 1500

                                                                                                                                                                                               “.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი