დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 77, 01/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №336
2007 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობებში მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა.“;
ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს „გ.ზ“ქვეპუნქტი:
„გ.ზ) მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობებში მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და შემდგომში მისი განვითარების უზრუნველყოფა.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები