დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 335 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 77, 01/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.060.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №335
2007 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №7, მუხ. 82) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5.
1. მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გადიან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სარგებლობენ სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურისათვის გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით.
2. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში სხვა სახელმწიფო უწყებიდან სამუშაოდ გადმოსული (გადმოყვანილი) პირების სპეციალური წოდების, გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებისა, შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების ცალკეულ შემთხვევებს ბრძანებით განსაზღვრავს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების ცალკეულ შემთხვევებს – საქართველოს პრეზიდენტი.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები