„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 25/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.014245
  • Word
46/ნ
23/02/2010
სსმ, 22, 25/02/2010
470230000.22.035.014245
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.245

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №46/ნ

2010 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში (სსმ III, 22.12.2009, №156, მუხლი 1876) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის („პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. „შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტის“ მოცულობა განსაზღვრულია პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით. ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს მკურნალობის ეპიზოდი. პროგრამა ფარავს მოსარგებლის მომსახურების ღირებულების 90%-ს, თანაგადახდა არ ეხებათ ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, ,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, „კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრულ მოსარგებლეებს.“;

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 28 769.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

                                                                                                                        (ათასი ლარი)

კომპონენტები   

ბიუჯეტი

1. ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი სოფლად

16 643.5

ა) ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტი სოფლად

13 480.1

ბ) სპეცდაფინანსების ქვეკომპონენტი

3 163.4

2. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილტაციის კომპონენტი

650.0

3. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი

140.0

4. სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტი

380.0

ა) პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

100.0

ბ) შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტი

280.0

5. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი

10 956.0

სულ

28769.5

 

 2. დანართი №1-2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №1-2

სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები

 

 

დაწესებულება

ბიუჯეტი (ერთი თვე)

 

 

1

გალის მუნიციპალიტეტის აჟარის საუბნო საავადმყოფო

17673.7

2

გალის მუნიციპალური საავადმყოფო

6358

3

გალის მუნიციპალიტეტის საბერიოს საექიმო ამბულატორია

7046.6

4

შპს „წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი“

6014.25

5

ყაზბეგის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება – შპს „იმედი“

20790

6

ცხინვალის ზონის ქურთას საუბნო საავადმყოფო

35975.5

7

ამბროლაურის საავადმყოფო

10700

8

ამბროლაურის პოლიკლინიკა

5500

9

ლენტეხის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება

11000

10

ონის საავადმყოფო

6000

11

ონის პოლიკლინიკა

5000

12

ცაგერის საავადმყოფო

10500

13

ცაგერის პოლიკლინიკა

6000

14

მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის გაერთიანება

3231.9

15

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს „დარჩელის ზონალური საავადმყოფო“

3059.1

16

თიანეთის სამედიცინო ცენტრი

25245

17

ცხინვალის ზონის ერედვის საექიმო ამბულატორია

8470

18

ცხინვალის ზონის ავნევის საექიმო ამბულატორია

3581.6

19

ცხინვალის ზონის ქსუისის საექიმო ამბულატორია

8159.8

20

შპს „ოტობაიას საექიმო ამბულატორია“

4331.8

21

შპს „ნაბაკევის აფხაზეთიდან დევნილთა საექიმო ამბულატორია“

2599.3

22

შპს „ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია“

2599.3

23

შპს „მზიურის საექიმო ამბულატორია“

2599.3

24

შპს „ოქუმის საექიმო ამბულატორია“

4331.8

25

შპს „ქვემო ალვანის საექიმო ამბულატორია“

1170.18

26

შპს „ახალგორის მუნიციპალიტეტის წინაგრის ამბულატორია“

1732.5

27

შპს „ქვემო ბარღების ამბულატორია“

866.8

28

შპს „ახაგორის რაიონული პოლიკლინიკ

3459.5

29

შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორია“

1270.5

30

შპს „შატილის ამბულატორია“

1170.18

31

შპს „ბარისახოს საექიმო ამბულატორია“

1170.18

32

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკა“

15518.25

33

მარნეულის მუნიციპალიტეტის შპს „ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება (წერაქვის ამბულატორია)

1170.18

34

შპს „ნიქოზის ამბულატორია“

2976.75

35

შპს „ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკა“

5000

36

შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო“

5000

37

შპს „ჯვარის პოლიკლინიკა“

5272

38

შპს „ბაკურიანის საავადმყოფო“

3500

39

შპს „ტყვიავის საავადმყოფო

3400

 

სულ თვის ბიუჯეტი

269443.97“.

 

3. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №3-ს „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა“ დაემატოს მე-8 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს – უფლება მიეცეს 2009 წელს „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის – სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში“ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საკასო ხარჯი გასწიოს „2010 წლის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტიდან.“.

 2. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრულ შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ“.

4. პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართი №12-ის „სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო გამოკვლევის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის კომპონენტები და მომსახურების მოცულობა განსაზღვრულია შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტები

მომსახურების მოცულობა

1. სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა ამბულატორიული შემოწმების კომპონენტი

კომპონენტით განსაზღვრული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სრულად

 

 

ა) მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება;

ბ) დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;

გ) სპეციალისტების კონსულტაცია (თერაპევტი, ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, ფსიქიატრი, დერმატოვენეროლოგი, ოფთალმოლოგი, სტომატოლოგი, ნევროპათოლოგი, ფტიზიატრი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი);

დ)დამატებითი სამედიცინო გამოკველვები

დ.ა) სისხლის საერთო ანალიზი;

დ.ბ) შარდის საერთო ანალიზი;

დ.გ) ელექტროკარდიოგრაფია;

დ.დ) სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა;

დ.ე) ფლუოროგრაფია;

დ.ვ) აივ ანტისხეულების (ანტიგენის) განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;

დ.ზ) HBsAG-ს განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;

დ.თ) HCV-ს საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;

 დ.ი) ათაშანგის დიაგნოსტიკა (ექსპრეს მეთოდით).

2. სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარული გამოკვლევების კომპონენტი

კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარული სამედიცინო შემოწმება, სამხედრო ძალებში გაწვევისათვის.“.

 

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი