დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 26/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.014270 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.014.270
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №42
2010 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საინფორმაციო ბარათების გაცემა;“;
ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების (რომლებიც ახორციელებენ ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ზ“ და „ი2“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს) სამოქმედო ტერიტორიაა შესაბამისი მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) ტერიტორია.“.
3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით. საინფორმაციო ბარათების გაცემას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები