დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 22/02/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.014239 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.239
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №117
2010 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებით (სსმ III, 13.11.09, №140, მუხლი 1616) დამტკიცებულ აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტის დებულებაში (დანართი №6) და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში (დანართი №7) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტის დებულების (დანართი №6):
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;“;
ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;“.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების (დანართი №7):
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;“;
ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 23 თებერვლიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები