დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძის, ი. თაქთაქიშვილისა და დ. გვენეტაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 22/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №319
2007 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძის, ი. თაქთაქიშვილისა და დ. გვენეტაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ნატროშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ვაწაძეს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის უფროსს დავით გვენეტაძეს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 აპრილის №274 ბრძანებულება „დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ი. დავითაძისა და გ. მჟავანაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები