„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 318
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 22/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.004
  • Word
318
21/05/2007
სსმ, 72, 22/05/2007
140.120.000.08.002.004
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №318

2007 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ.1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემოსავლების სამსახურის:

ა) უფროსის მოადგილე;

ბ) საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები, მთავარი სამმართველოს და სამმართველოს უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უფროსი მზვერავი;

გ) სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი;

დ) საგადასახადო ინსპექციის უფროსი და მისი მოადგილეები, მსხვილ გადამხდელთა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციების უფროსები და მათი მოადგილეები;

ე) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე, განყოფილების უფროსები;

ვ) რეგიონალური საბაჟოს უფროსი და მისი მოადგილე;

ზ) რეგიონალური საბაჟოების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილებების უფროსები;

თ) საბაჟო საგუშაგოს უფროსი და მისი მოადგილე;

ი) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი და მისი მოადგილე.“;

ბ) მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას სატყეო დეპარტამენტის:

ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები;

ბ) ტყის მართვის სამსახურის უფროსი;

გ) ტყის მართვის სამსახურის ტყით სარგებლობის განყოფილების უფროსი;

დ) ტყის მართვის სამსახურის ტყის აღრიცხვის განყოფილების უფროსი;

ე) ტყის მართვის სამსახურის ტყის დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსი;

ვ) მონიტორინგის სამსახურის უფროსი და მთავარი სპეციალისტები;

ზ) რეგიონალური სატყეო სამმართველოს უფროსი;

თ) რეგიონალური სატყეო სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების უფროსი და უფროსი სპეციალისტები;

ი) რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყის მართვის განყოფილების უფროსი;

კ) სატყეო უბნის უფროსი;

ლ) ტყის მცველი (რეინჯერი).“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი