დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 614 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 21/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016002 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №614
2010 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებით (სსმ III, 15.01.2008წ., №5, მუხ. 66) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და დებულების:
ა) მე-5 მუხლს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„მ) ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.“;
ბ) მე-6 მუხლს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„თ) NATO-ს პრინციპების გათვალისწინებით, ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის შექმნის ორგანიზება.“;
გ) მე-16 მუხლს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ) კოდიფიკაციის განყოფილება, რომელიც ახორციელებს: NATO-ს პრინციპების გათვალისწინებით, ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის შექმნის ორგანიზებას; ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, ამზადებს სახელმძღვანელო დოკუმენტაციას; საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ერთეულებისათვის რეკომენდაციების მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში.“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები