საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS)დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №275 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS)დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №275 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 613
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 21/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016001
  • Word
613
15/09/2010
სსმ, 120, 21/09/2010
120340000.22.026.016001
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS)დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №275 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №613

2010 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №275 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №275 ბრძანებით (სსმ III, 28.05.2008წ., №76 მუხ. 822) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები და ცვლილებები და დებულების:

1. მე-5 მუხლს დაემატოს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრა;

ზ) ინფორმაციული სისტემების დანერგვის პროცესების მართვა და მათი განვითარების უზრუნველყოფა;“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს „ვ“-„ნ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიის განსაზღვრა და მის საფუძველზე ერთიანი პოლიტიკის გატარება;

ზ) სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;

თ) ინფორმაციული სისტემების ინტეგრაციული პროცესების კოორდინაცია;

ი) ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების ანალიზი და მათში დაგროვებული ინფორმაციის ხარისხის კონტროლი;

კ)  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციული სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი;

ლ)     სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სტანდარტების წარმოების პოლიტიკის გატარება;

მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობაში ინფორმაციული სისტემების დანერგვა და მათი შემდგომი განვითარება;

ნ) ინფორმაციული სისტემების მომხმარებელთა სწავლება/გადამზადების ორგანიზება სისტემების დანერგვისა და შემდეგ ეტაპზე მისი ათვისების ხელშეწყობის მიზნით;”.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11.

დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან დეპარტამენტის უფროსის მითითებით დეპარტამენტის სხვა თანამდებობის პირი..

 

4. მე-14 და მე-15 მუხლები ამოღებულ იქნეს.

5. მე-16-მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16.

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდგომში სტრუქტურული ქვედანაყოფი):

ა) დაგეგმვის და განვითარების სამმართველო;

ბ) კავშირგაბმულობის სამმართველო;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;

დ) ექსპლუატაციის კონტროლის და ინფორმაციის უსაფრთხოების სამმართველო.

    მუხლი 17.

დაგეგმვის და განვითარების სამმართველო ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას. კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, დაგეგმვის და განვითარების პროცედურების კოორდინაციას.

    მუხლი 18.

დაგეგმვის და განვითარების სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დაგეგმვის განყოფილება;

ბ) ახალი ტექნოლოგიების განყოფილება.

    მუხლი 19.

დაგეგმვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების კონცეფციის შემუშავება;

ბ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა;

გ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების შესაბამისი ინსტრუქციებისა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავება;

დ) კავშირგაბმულობის და ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებული შესყიდვების გეგმების კოორდინაცია;

ე) NATO-ს კავშირგაბმულობის და ინფორმაციულ სისტემებთან თავსებადობის მოთხოვნების განსაზღვრა;

ვ) კავშირგაბმულობის და ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებული NATO-ს სტანდარტიზირებული დოკუმენტების მოთხოვნების რეალიზაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;

ზ) ოპერაციების და სწავლებების კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფის დაგეგმვა, კოორდინაცია და შერწყმა;”.

6. 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21.

კავშირგაბმულობის სამმართველო ახორციელებს კავშირგაბმულობის სისტემების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრას, შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შექმნას, არსებული კავშირგაბმულობის ქსელების შესაძლებლობების ანალიზსა და ორგანიზების კონტროლს.

    მუხლი 22.

კავშირგაბმულობის სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) რადიოკავშირების განყოფილება;

ბ) სატელეფონო კავშირების განყოფილება.”.

7. 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო ახორციელებს ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრას, შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შექმნას, არსებული კომპიუტერული ქსელების შესაძლებლობების ანალიზსა და ადმინისტრირებაზე კონტროლს.

 

    მუხლი 26.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოში შედის:

ა) კომპიუტერული ქსელების განყოფილება;

ბ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება.“.

8. 27-ე მუხლს დაემატოს „კ“-„მ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიის განსაზღვრა და მის საფუძველზე ერთიანი პოლიტიკის გატარება;

ლ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრა;

მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციული სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი.“.

9. 28-ე მუხლს დაემატოს „ზ“-„მ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინფორმაციული სისტემების ინტეგრაციული პროცესების კოორდინაცია;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობაში ინფორმაციული სისტემების დანერგვა და მათი შემდგომი განვითარება;

ი) ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების ანალიზი და მათში დაგროვებული ინფორმაციის ხარისხის კონტროლი;

კ) სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სტანდარტების წარმოების პოლიტიკის გატარება;

ლ) სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

მ) ინფორმაციული სისტემების მომხმარებელთა სწავლება/გადამზადების ორგანიზება სისტემების დანერგვისა და შემდეგ ეტაპზე მისი ათვისების ხელშეწყობის მიზნით;”.

10. 29-ე-32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29.

ექსპლუატაციის კონტროლის და ინფორმაციის უსაფრთხოების სამმართველო ახორციელებს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების აღჭურვილობის ტაბელების კოორდინაციასა და დაკომპლექტების ანალიზს. უზრუნველყოფს, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების საშუალებების ექსპლუატაციის, ტექმომსახურების და რემონტის კონტროლს, ჯარების ფარულად მართვისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავებას.

    მუხლი 30.

ექსპლუატაციის კონტროლის და ინფორმაციის უსაფრთხოების სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სისტემების ექსპლუატაციის კონტროლის განყოფილება;

ბ) ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის განყოფილება.”.

    მუხლი 31.

სისტემების ექსპლუატაციის კონტროლის განყოფილების ფუნქციებია:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტექნიკური საშუალებების ტაბელების კოორდინაცია და აღნიშნული ტაბელების შესაბამისად, ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტების ანალიზი;

ბ) მომმარაგებელ ორგანოებთან ურთიერთქმედება აღჭურვის პროცესში;

გ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის კონტროლი;

დ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მომსახურების და რემონტის პროცედურების განსაზღვრა და კონტროლი;

ე) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებული კომუნალური მომსახურების კოორდინაცია და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის კონტროლი.

    მუხლი 32.

ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ჯარების ფარულად მართვისა და ოპერატიული შენიღბვის ღონისძიებების დამუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი;

ბ) სატელეფონო კავშირების უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი;

გ) რადიოკავშირების უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი;

დ) კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი;

ე) ელექტრონული ინფორმაციის უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი..

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია