„საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 21/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
  • Word
313
17/05/2007
სსმ, 71, 21/05/2007
040.030.000.08.002.004
„საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №313

2007 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №86, მუხ. 633) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეთანხმებების საფუძველზე საქართველოში მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით მიმდინარე საინსტიტუციო მშენებლობის რეფორმის განვითარების მხარდაჭერა, საინსტიტუციო მშენებლობის პროექტების ღონისძიებათა დაფინანსებისათვის გათვალისწინებული სახსრების, მათ შორის ამ მიზნით არსებული პროექტების ფონდების მართვა. ასევე 2007 წლის 2 მარტს საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის ხელმოწერილი წერილ-შეთანხმებით გათვალისწინებული სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობ მესამე ღონისძიებასთან (PRSO III) დაკავშირებული პროექტის განხორციელება და ფონდების მართვა;“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი