„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 22/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.014233
  • Word
114
22/02/2010
სსმ, 20, 22/02/2010
010320040.22.033.014233
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.014.233

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №114

2010 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით (სსმ III, 25.11.2009, №145, მუხ. 1695) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან სამსახურის უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სამსახურის მოსამსახურე მიავლინოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში სამსახურის თანამშრომელს, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).“.

2. 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის თანამშრომლისათვის წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან სამსახურის უფროსს. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შესახებ მოტივირებული წინადადებების შეტანის უფლება აქვს სამსახურის თანამშრომლის უშუალო უფროსს ან მის შემცვლელს.“.

3. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამსახურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება აქვს მის დანიშვნაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს.“.

4. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი