„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 311
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 21/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
  • Word
311
17/05/2007
სსმ, 71, 21/05/2007
040.030.000.08.002.004
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №311

2007 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №673 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა მასთან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აპრილის №259 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკის შეერთების გზით.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დებულებაში ცვლილებების შეტანა.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი), საქართვე-ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) და ქ. თბილისის მერიამ (გ. უგულავა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აპრილის №259 ბრძანებულება.

5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დებულებაში ცვლილებების შეტანისთანავე.

6. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი