დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 722 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 16/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.08.002.016009 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №722
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №3, მუხ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ბრძანებულების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება მიეცეთ ფულადი პრემიები ამავე ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 პუნქტი:
„201. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ეძლევა ყოველთვიური დანამატი ფულადი სარგოს 100%-ის ოდენობით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები