საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 19/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 22/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.014235
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5/ნ
19/02/2010
სსმ, 20, 22/02/2010
010240030.22.037.014235
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/02/2010 - 18/02/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.037.014.235

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №5/ნ

2010 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს    იურიდიული დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის     სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.

3. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამინისტროს კანონშე­მოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და გეგმით გათვალისწი-ნებული საკითხების დადგენილ ვადებ­ში შესრულების კოორდინაცია;

ბ) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტისათვის, საქართველოს პრე­ზიდენტის ან საქართველოს მთავრობისათვის განსახილ­ველად წარდგენის უზრუნველყოფა;

დ) სხვა უწყებებიდან შემო­სული, ასევე სამინისტროს სისტემაში მომზადებული სამარა­თლებრივი აქტების პროექტების შესახებ დასკვნების მომზა­დება;

ე) სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციე­ლება ყვე­ლა ინსტანციის სასამართლოში;

ვ) მინისტრის ადმინის­ტრა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს სტრუქ­ტურუ­ლი ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნ­ველ­ყოფა;

ზ) სამინისტროში შემოსული განცხადება-საჩივრების გან­ხილ­ვა-რეაგირებისა და სამინისტროს სახელით დასადებ საერ­თაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებ­რივი უზრუნველყოფა;

თ) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერ­ნატო­რების ანგარიშების შესწავლა სამინისტროს შესაბამის სტრუ­ქ­ტურულ ერთეულებთან ერთად და სამინისტროს ხელ­მ­ძღვა­ნელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა;

ი) სათანადო საფუ­ძვ­ლების არსებობისას სახელმწიფო რწმუნებულის – გუ­ბერ­ნა­ტორის სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ სა­მინის­ტროს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგე­ნა.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს დეპარტამენტზე ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;

ე) ზედამხედველობს დეპარატამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ვ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე.      

    მუხლი 5. დეპარტამენტის მოსამსახურე

1. დეპარტამენტის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

3. დეპარტამენტის მოსამსახურე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებებს.