თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

  • Word
თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 30/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 010020000.35.154.016021
  • Word
63
15/09/2010
სსმ, 32, 30/09/2010
010020000.35.154.016021
თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №63

 2010 წლის 15 სექტემბერი

დ. თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები:

ა) თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი, რომელიც წარმოადგენს: გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი – მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოში ფართოვდება, ხოლო მკლავებს შორის მოთავსებულია ცხრასხივიანი მზის ოთხი სიმბოლო. II ნაწილი – მწვანე ველზე ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებული ოქროს მუხა; ჯაჭვის ზედა ნაწილი ეხება ფარის ზედა კიდეს. გერბის ფარის მეწამულ და მწვანე ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს ვერცხლის სამი ვიწრო (შემცირებული) სარტყელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის ) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „თიანეთი“ (დანართი 1);

ბ) თიანეთის მუნიციპალიტეტის დროშა, რომელიც წარმოადგენს: დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი მეწამულ და მწვანე ველებად. დროშის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოში ფართოვდება, ხოლო მკლავებს შორის ცხრასხივიანი მზის სიმბოლოა გამოსახული.

დროშის პროპორციაა 2/3 (დანართი 1).

2. დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №51 განკარგულება „თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1