„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 30/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.154.016018
  • Word
60
15/09/2010
სსმ, 32, 30/09/2010
010250020.35.154.016018
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 60

 2010 წლის 15 სექტემბერი

დ. თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შეხებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად ,

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1.

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, კანონი „ საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება. “.

2) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება პრეზიდენტის ბრძანებულებით. “.

4) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებებს და შტატებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

    მუხლი 2 .

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური