,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 292
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 10/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.002.004
  • Word
292
05/05/2007
სსმ, 64, 10/05/2007
120.010.000.08.002.004
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №292

2007 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III, 12.11.2004 წ., №130, მუხლი 1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ბრძანებულების 38-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში.“;

ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 პუნქტი:

„381. სამხედრო მოსამსახურეებს, სამოქალაქო პირებს, თავდაცვის სამინისტროდან თადარიგში დათხოვნილ პენსიონერებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მისი დებულების შესაბამისად.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი