,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 24/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.142
  • Word
8
24/01/2005
სსმ, 7, 24/01/2005
010.240.030.10.003.000.142
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №8

2005 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წელი, №58, მუხლი 501) დამტკიცებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ი” ქვეპუნქტი;

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტები;

გ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი”;

დ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტი”;

ე) მე-11 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,ი” ქვეპუნქტი;

ვ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტი

სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) მოსახლეობის სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამების, აგრეთვე სხვა უწყებრივი და ტერიტორიული არასახელმწიფო პროგრამების კოორდინაცია და შეთანხმება;

ბ) სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისათვის საჭირო უმთავრესი კრიტერიუმების, პრიორიტეტებისა და მიმართულებების განსაზღვრა;

გ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.”;

ზ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია და განვითარება;

ბ) წინადადებების შემუშავება საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარების, თანამშრომლობის განვითარებისა და გაუმჯობესების თაობაზე;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებიდან გამომდინარე, სათანადო წინადადებებისა და მექანიზმების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით.”;

თ) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ” ქვეპუნქტი:

,,ვ) სახელმწიფო შესყიდვების, დაგეგმვის, ინსპექტირებისა და ანგარიშგების ორგანიზება”.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                     ზ. ჟვანია