„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 30/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 21/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.154.016013
  • Word
55
15/09/2010
სსმ, 32, 30/09/2010
010250020.35.154.016013
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2010 წლის 15 სექტემბერი

 დ. თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებთიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები და ცვლილებები:

1) მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე“ .

2) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა და გადაირჩევა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტი) დადგენილი წესით.“.

3) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომისიას ასარჩევად წარუდგენს ამ დებულებით განსაზღვრული კომისიის სტრუქტურული ერთეულების – ქვეკომისიების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს. კომისიის ქვეკომისიების სამუშაო გეგმათა გათვალისწინებით ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს. უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას.“.

„ზ) კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად.“.

4) თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 1 მუხლი:

    „მუხლი 3 1 . ქვეკომისიები

1. საჭიროების შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან შეიძლება შეიქმნას ქვეკომისიები.

2. ქვეკომისიის ხელმძღვანელებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის შემადგენლობიდან. კომისიის წევრთა გადანაწილებას ქვეკომისიებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახორციელებს ქვეკომისიის ხელმძღვანელი და ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე ქვეკომისიის წევრი.

3. ქვეკომისიის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ქვეკომისიის სამუშაო გეგმის შედგენას და მის შესრულებას, ქვეკომისიის სხდომების მოწვევას და წარმართვას.

4. ქვეკომისიის ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.“.

5) მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჭიროების შემთხვევაში კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, აგრეთვე ადმინისტრაციული იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.

2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს.“.

6) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   გ. წიკლაური