დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №33 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 30/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.154.016012 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 54
2010 წლის 15 სექტემბერი
დაბა თიანეთი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №33 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №33 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1 ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) თვითმმართელი ერთეულის სახელით დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დამტკიცება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.
2) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა.“.
3) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
5) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება.“.
6) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა, მიწის გადასახადის ოდენობის დადგენა, საგადასახადო კოდექსის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
7) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ნუმერაციის თვალსაზრისით ჩამოყალიბდეს „ე“ ქვეპუნქტად.
8) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ნუმერაციის თვალსაზრისით ჩამოყალიბდეს „დ“ ქვეპუნქტად შემდეგი რედაქციით:
„დ. მუნიციპალური არქივების შექმნა და მისი მართვის, სარგებლობის წესებისა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა.“.
9) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ნუმერაციის თვალსაზრისით ჩამოყალიბდეს „ე“ ქვეპუნქტად.
10) მე-4 მუხლის „საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია“ ნუმერაციის თვალსაზრისით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია.“.
11) მუხლი 16 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრს საკრებულოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების მიზნით გაწეული ხარჯები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
12) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას და ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, ხელს აწერს გამგებლის მიერ წარმოდგენილ შესყიდვების ხელშეკრულებებს.“.
13) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან შეუთავსებელ ანაზღაურებად თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში უწყდება უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.“.
14) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან შეუთავსებელ ანაზღაურებად თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში უწყდება უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.“.
15) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს ბიურო:
ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, ასევე საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამების პროექტებს;
ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას, ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების დებულებებს;
გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;
დ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ე) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტი) განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
16) მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკრებულოს ბიურო განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს, რაც აისახება ბიუროს ოქმში.“.
17) 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ერთი პარტიის წევრმა შეიძლება შექმნას მხოლოდ ერთი ფრაქცია.“.
18) 92-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მერიის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმების და/ან ხელშეკრულების დადების ან გაუქმების შესახებ საკითხის ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ისეთი გარიგების დადების თაობაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წარდგინებით.“.
19) 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგებელს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიუცემლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია განმეორებით წარადგინოს იგივე კანდიდატურა. კანდიდატურის ხელმეორედ წარდგენისას საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიუცემლობის, ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ იმავე კანდიდატურის ხელახლა არწამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
21) 106-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის და გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის ვიზირების შემდეგ გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.“.
22) 107-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე (ასეთის არარსებობის შემთხვევაში) და ადგილობრივ გაზეთში, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ დებულებით (რეგლამენტი) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“.
„4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ – ასევე საკრებულოს ვებგვერდზე და გაზეთში).“.
23) 107-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე და ადგილობრივ გაზეთში, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ დებულებით (რეგლამენტი) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“.
24) 111-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
25) თავი XVIII. გარდამავალი დებულებები ამოღებულ იქნეს.
26) 138-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
27) 139-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტი) ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედით.“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები