დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 30/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016011 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება # 53
2010 წლის 15 სექტემბერი
დაბა თიანეთი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს # 25 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „თიანეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №25 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. თავი 1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I
ზოგადი დებულებები“.
2. თავი 2. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II
სამსახურის სტრუქტურა“.
3. მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა“.
4. თავი 3. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
სამსახურის მოხელეთა ფუნქციები“.
5. თავი 4. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი IV
სამსახურის ხელმძღვანელობა
6. თავი 5. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები“.
7. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-8 მუხლის:
ა) სათური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი“;
ბ) მე-8 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნონ კონკურსის წესით.“.
„3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.
მე-9 მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო.“;
ბ) 1-ლი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები