„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 30/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016008
  • Word
50
15/09/2010
სსმ, 32, 30/09/2010
010250000.35.154.016008
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2010 წლის 15 სექტემბერი

 „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                      12 აგვისტოს 29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

 „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს 29 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თიანეთის მუნიციპალიტეტის დ. თიანეთის, . სიონის, არტნის, ახალსოფლის, ზარიძეების, ნაქალაქრის, ჟებოტის, სიმონიაანთხევის, ტუშურების, ღულელების, ჩეკურაანთგორის, ხევსურთსოფლის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება“.

2. 1-ლ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) დ. თიანეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორიად. თიანეთი და სოფლები: ჭურჭელაურები, მამადაანები, საურე, თეთრახევა);

ბ) დ. სიონის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორიად. სიონი და სოფლები: ორხევი, საჯინიბო, ბადაანი, ბოჭორმა, ომარაანი, ფიჭვიანი, ყუდრო, გრძელველები);

გ) არტნის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: ზემო არტანი, ქვემო არტანი, ბოდახევა, დულუზაურები, თეთრაულები, კვერნაულა, ლიშო, სახევი, სხლოვანი, ქუშხევი);

დ) ახალსოფლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: ახალსოფელი, ჩაბანო, გოჯიაანები, ჭიაურა, ხაიშო, კაწალო);

ე) ზარიძეების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: ზარიძეები, ბუჭყინტა, ვერხველი, ზემო შარახევი, ქვემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიაანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ხოფცა, ჯიჯეთი);

ვ) ნაქალაქრის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორიასოფლები ზემო ნაქალაქარი, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, დორეულები, ბეწენწურები, მაგრანეთი,ზურაბები);

ზ) ჟებოტის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: ჟებოტა, თეგერაანები, ძებნიაურები, ლელოვანი, თხილა);

თ) სიმონიანთხევის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: სიმონიანთხევი, გორანა, ნადოკრა, თოლენჯი, მელიასხევი, ცალუღელაანთკარი, ჩიტაურები);

ი) ტუშურების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: ტუშურები, კახოიანები, ალაჭანი, წიკვლიაანთკარი, ჯერვალიძეები);

კ) ღულელების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: ღულელები, ბალებისხევი, წყაროთუბანი, ტოლაანთსოფელი, თრანი, სიონთგორი, ხადოელები, კვერნაულა, კვირიასხევი, გუდანელები, თოხოლჩა);

ლ) ჩეკურაანთორის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: ჩეკურაანთგორი, ალოტი, ბოკონი, ევჟენტი, ველები, ძირხვნიანი);

მ)ხევსურთსოფლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია სოფლები:ხევსურთსოფელი, საყდრიონი, დევენაანთხევი).“.

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს გამგეობის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.“.

4. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის შესაბამისად“.

    მუხლი 2.

 დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე   გ. წიკლაური