საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფების ოდენობის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფების ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 18/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.026.014222
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
88
18/02/2010
სსმ, 19, 18/02/2010
300320000.22.026.014222
საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფების ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/02/2010 - 19/02/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.22.026.014.222

საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №88–№3/ნ

2010 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფების ოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსის 791 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფების ოდენობა.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

დ. ტყეშელაშვილი

საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფების ოდენობა

1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების ნავსადგურში შესვლისას შუქურით მომსახურების ტარიფები (შემდგომში – მომსახურების ტარიფები) განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

 

1.

A, B, D, G ჯგუფების გემებისათვის

მოცულობის ერთ კუბურ მეტრზე

0.015 ევრო

2.

C, E, F (`ეროვნული გადამზიდავი~) ჯგუფების გემებისათვის

მოცულობის ერთ კუბურ მეტრზე –

0.0020 ევრო

3.

სამგზავრო საკრუიზო გემებისათვის

მოცულობის ერთ კუბურ მეტრზე –

0.015 ევრო

4.

H, I, J, K, LHL ჯგუფების გემები თავისუფლდებიან მომსახურების ტარიფების გადახდისაგან

­

5.

იმ ტანკერებისათვის, რომელთაც გააჩნიათ ორმაგი ფსკერი, ორმაგი ბორტი ან იზოლირებული ბალასტის ტანკები, მათი პირობითი მოცულობა მრავლდება კოეფიციენტზე

მოცულობის ერთ კუბურ მეტრზე –

0.85 ევრო

 

 

2. მომსახურების ტარიფების გადახდა ხორციელდება ერთჯერადად იმ რეისიდან, რომლითაც გემი გადის ნავსადგურიდან.

3. გემები ჯგუფდებიან შემდეგნაირად:

ა) AA – ნავსადგურში სახაზო განრიგით შემავალი სატვირთო გემები;

ბ) BBB – შორეული ნაოსნობის სატვირთო გემები, გარდა A და C ჯგუფებისა;

გ) C – „ეროვნული გადამზიდავი“ სატვირთო-სამგზავრო ბორნები;

დ) DD – შორეული ნაოსნობის უცხო ქვეყნების სატვირთო-სამგზავრო ბორნები;

ე) EE – „ეროვნული გადამზიდავი“ სამგზავრო გემები;

ვ) FF – „ეროვნული გადამზიდავი“ ტანკერები;

ზ) GG – „ეროვნული გადამზიდავი“ ნაოსნობის სატვირთო გემები და მცურავი ერთეულები, გარდა C და E ჯგუფებისა;

თ) HH – ლიხტერები ლიხტერმზიდ სისტემებში, სამხედრო გემები, საჰოსპიტალო გემები;

ი) I – ლიხტერები, ბუქსირმზიდები, თვითმავალი სამდინარო, თევზსაჭერი და 200 საერთო სარეგისტრაციო ტონამდე წყალწყვის მქონე გემები;

კ) J – ნავსადგურში თავშესაფრად, შეკეთებისათვის, წყლის, ბუნკერის მარაგის შევსების მიზნით, უკიდურეს გარემოებათა, ავარიული მდგომარეობის გამო შესული გემები;

ლ) KK – სასამსახურო გემები, სასწავლო, სასწავლო-სასამსახურო, სამეცნიერო-კვლევითი გემები;

მ) L – სპორტული, ფსკერდამაღრმავებელი და სამაშველო გემები, იახტები.

შენიშვნა: ტერმინში „ეროვნული გადამზიდავი“ იგულისხმება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემები.

4. თუ სხვა სახელმწიფოსთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ სახელმწიფოს დროშით მცურავი გემებისათვის დადგენილია პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ტარიფებისაგან განსხვავებული ტარიფი, შესაბამისი გემებისათვის მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი ტარიფები.