დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 30/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016005 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება 47
2010 წლის 15 სექტემბერი
დ. თიანეთი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1.
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №27 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. თავი 1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I. ზოგადი დებულებები“.
2. . მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ი) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
კ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
ლ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
მ) მუნიციპალური შესყიდვის გეგმის შემუშავებას;
ნ) შესყიდვის გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
ო) მუნიციპალური შესყიდვის შესახებ ადმინისტრაციული გარიგების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს;
პ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ჟ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
რ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ს) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ტ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
უ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
ფ) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას;
ქ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ღ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
ყ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
შ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ჩ) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექნასა და განახლებას;
ც)) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
3. თავი 2. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II. სამსახურის სტრუქტურა“.
დ) მე-3 მუხლი ს:
ა) 1-ლი პუნქტის :
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) შესყიდვების განყოფილება;
ბ.ა) განყოფილების უფროსი
ბ.ბ) მთ. სპეციალისტი
ბ.გ) მთ. სპეციალისტი
ბ.დ) მთ. სპეციალისტი
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება;
გ.ა) განყოფილების უფროსი
გ.ბ) მთ. სპეციალისტი
ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) ადგილიბრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება;
დ.ა) განყოფილების უფროსი
დ.ბ) მთ. სპეციალისტი
დ.გ) მთ. სპეციალისტი
ა.დ) „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) მთ. სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში.
4. თავი 3. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (განყოფილებების) და სამსახურის მოხელეთა ფუნქციები“.
5. თავი 4. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV. სამსახურის ხელმძღვანელობა“.
6. თავი 5. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„თავი V. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები“.
7. მე-11 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურში საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნონ კონკურსის წესით.
3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.
8. მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განისაზღვრავს საკრებულო.“.
9. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები