ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 18/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.014217
42/ნ
16/02/2010
სსმ, 19, 18/02/2010
470230000.22.035.014217
ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.217

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №42/ნ-№2-22

2010 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირების წესი.

2 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

ბ. კვეზერელი

ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირების წესი

მუხლი 1

1. ზოონოზური დაავადებების გავრცელებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფენ ოპერატიულ ურთიერთინფორმირებას დაავადებების გამოვლენის შემთხვევის შესახებ დადგენილი წესის მიხედვით.

2. შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურსა (შემდგომში – ეროვნული სამსახური) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – დაავადებათა კონტროლის ცენტრი) შორის, ამავე ორგანოების ხელმძღვანელთა შესაბამისი აქტით განსაზღვრული ორგანიზაციული სქემისა და ინსტრუქციების მიხედვით.

3. ეროვნული სამსახურის შესაბამისი ადგილობრივი სტრუქტურა ზოონოზური დაავადებების მხრივ ეპიზოოტიური სიტუაციის გამწვავებისა და ცხოველთა/ფრინველთა დაავადებების შემთხვევის შესახებ შეტყობინებას ლაბორატორიული გამოკვლევის დადასტურების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში აწვდის თვითმმართველ ერთეულებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს (ცენტრს), რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციებს:

ა) დიაგნოზი;

ბ) ცხოველის/ფრინველის სახეობა;

გ) დიაგნოსტირების თარიღი;

დ) ინდივიდის რაოდენობა, სტატუსი (ცოცხალი, მკვდარი) და მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) ეპიზოოტიური კერის ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები.

4. განსაკუთრებით საშიში ზოონოზური დაავადებით ცხოველის/ფრინველის დაავადების შემთხვევის შესახებ ეროვნული სამსახური ლაბორატორიული გამოკვლევის დადასტურების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ატყობინებს დაავადებათა კონტროლის ცენტრს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციებს:

ა) დიაგნოზი;

ბ) ცხოველის/ფრინველის სახეობა;

გ) დიაგნოსტირების თარიღი;

დ) ინდივიდის რაოდენობა, სტატუსი (ცოცხალი, მკვდარი) და მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) ეპიზოოტიური კერის ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები.

5. ადამიანებში ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ შეტყობინებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახური (ცენტრი) 24 საათის განმავლობაში აწვდის ეროვნული სამსახურის შესაბამის ადგილობრივ სტრუქტურას. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციებს:

ა) დიაგნოზი პირველადი, დიაგნოზი საბოლოო;

ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალურობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი);

გ) დიაგნოსტირების თარიღი;

დ) ექსპოზიციის წყაროსთან კონტაქტის სახე;

ე) ეპიდემიური კერის ადგილმდებარეობა და საზღვრები.

6. ადამიანებში განსაკუთრებით საშიში ზოონოზური დაავადების შემთხვევის დაფიქსირების შესახებ დაავადების კონტროლის ცენტრი ლაბორატორიული გამოკვლევის დადასტურების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში აწვდის შეტყობინებას ეროვნულ სამსახურს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციებს:

ა) დიაგნოზი პირველადი, დიაგნოზი საბოლოო;

ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალურობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი);

გ) დიაგნოსტირების თარიღი;

დ) ექსპოზიციის წყაროსთან კონტაქტის სახე;

ე) ეპიდემიური კერის ადგილმდებარეობა და საზღვრები.

მუხლი 2

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეროვნული სამსახური უზრუნველყოფენ შეტყობინებათა შესახებ მონაცემთა ბაზების ფორმირებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საჭიროების შემთხვევაში ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და ანგარიშგებას იმ სამინისტროსადმი, რომლის დაქვემდებარებაშიც ისინი იმყოფებიან.