დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 30/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016004 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2010 წლის 15 სექტემბერი
დ. თიანეთი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს № 26 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს № 26 დადგენილებაში , შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. თავი 1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I. ზოგადი დებულებები “.
2. თავი 2. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II. სამსახურის სტრუქტურა “.
3. მუხლი 3. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამსახურის სტრუქტურა “.
4. მე-3 მუხლის 1 - ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებისაგან და სამსახურის მოხელეებისაგან
გამგეობის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მთ. სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში;
გ) უფროსი სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში ;
დ) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
დ.ა) განყოფილების უფროსი ;
დ.ბ) უფროსი სპეციალისტი “.
5. თავი 4 . სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„თავი IV. სამსახურის ხელმძღვანელობა “.
6. თავი 5. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები “.
მე - 8 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი. “;
ბ) 1 - ლი და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნონ კონკურსის წესით.
3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით “;
9. მე -9 მუხლის:
ა) 1 - ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განისაზღვრავს საკრებულო “;
ბ) 1 - ლი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -2 პუნქტი:
„2. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. “.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. წიკლაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები