„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 30/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016002
  • Word
44
15/09/2010
სსმ, 32, 30/09/2010
010260020.35.154.016002
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2010 წლის 15 სექტემბერი

დ. თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თინეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები განისაზღვრება „ადგილიბრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.

3. მე-7 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტის:

ა.ა) „ვ“ და „ც“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

ა.ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, გამგებლის წარდგინებით ხელს აწერს შესყიდვების ხელშეკრულებებს.“.

4. მე- 8 მუხლის მე-3 პუნქტის „მ.ვ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ.ვ) ხელს აწერს ფინანსურ დოკუმენტებს და ამ დებულებით, აგრეთვე საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას.“.

5. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 10. „გამგეობის სტრუქტურა“.“.

6. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საჯარო მოხელეთა რანგირება განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

7. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. გამგეობის მოხელეების სამუშაოთა აღწერილობას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

8. მე-20 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 20. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.“.

9. მე-20 მუხლის 1-ლი, მე-2 (ქვეპუნქტების გარდა)და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული:

3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ანგარიშვალდებული გამგებლის წინაშე.“.

10. 21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 23-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

13. 24-ე მუხლის:

ა) მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

9. გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, შეიძლება ჩატარდეს კონკურსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

14. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

16. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ამოღებულ იქნეს .

18. 29-ე მუხლის:

ა) მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

8. მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ქმნის საკრებულო.

19. 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

20. 32-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

21. 33-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

22. 34-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

23. 37-ე მუხლის:

ა) 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 , მე-6, მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი.

8. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

24. 38-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

25. 39-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

26. მე-40 მუხლი ამოღებულ იქნეს.

27. 41-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

28. 42-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

29. 43-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგებლის ბრძანება გამოიცემა გამგეობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების შემთხვევაში.“.

 ბ) მე-5, მე-6, მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

31. ა) 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით.

ბ) 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

32. 46-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

33. 48-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

34. 49-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

35. 50-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

36. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

37. 53-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

38. 54-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური