ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

  • Word
ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 18/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.037.014215
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1/ნ
16/02/2010
სსმ, 19, 18/02/2010
310150000.22.037.014215
ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/02/2010 - 18/06/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.037.014.215

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №1/ნ

2010 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა“.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო  ადმინისტრაციამ უზრუნველყოს:

ა) მის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების ამ ბრძანებასთან შესაბამისობა;

ბ)  ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ პირველი მუხლის „მ“ ქვეპუნქტით, მე-2 მუხლის „ნ“–„ს“ ქვეპუნქტებით და მე-3 მუხლის „ზ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება 2011 წლის 1 აპრილამდე.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა

    მუხლი 1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

საავტომობილო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგი­სო­ბაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;

ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებუ­ლი ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტი­რე­ბა“;

გ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუა­ლე­ბების ტესტირების პერიოდულობა“;

დ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;

ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;

ვ) „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;

ზ) „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის  ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზის­თვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გა­მო­ყენების წესი“;

თ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადა­ზიდვის წესი“;

ი) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადა­ყ­ვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;

კ) „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტო­სატ­რანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“;

ლ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარა­მეტ­რების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“;

მ) „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“;

ნ) „საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემის წესი“.

    მუხლი 2. სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირე­ბის წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესა­ხებ“;

ბ) „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“;

გ) „აეროდრომების სერტიფიცირების წესი“;

დ) „საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახუ­რებ­რივი მოკვლე­ვის წესები“;

ე) „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“;

ვ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;

ზ) „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“;

თ) „საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი“;

ი) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“;

კ) „გაფრენისწინა შემოწმების წესი“;

ლ) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესი“;

მ) „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“;

ნ) „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი“;

ო) „სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღის ნებადართული შეტანის წესი;

პ) „სამოქალაქო საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების შერჩევის, შეძენის, ტექნიკური მომსახურების და შემოწმების წესი“;

ჟ) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის წესი“;

რ) „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის სახელმწიფო ნორმები“;

ს) „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“.

    მუხლი 3. საზღვაო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

საზღვაო ტრანპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „ნავსადგურის წესები“;

ბ) „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესები“;

გ) „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესი“;

დ) „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები“;

ე) „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი“;

ვ) „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ“;

ზ) „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის  აღრიცხვის წესები“;

თ) „მცურავი საშუალების რადიო-აღჭურვილობის შესახებ“;

ი) „მცურავი საშუალების ეკიპაჟის წევრის მიმართ წაყენებული მოთხოვნები“.