დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 18/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480080000.22.023.014211 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.080.000.22.023.014.211
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №9
2010 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №144, მუხ.1602) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ქისა ბადეების გამოყენება, რომელთა სიმაღლე აღემატება 150 მეტრს, ხოლო სიგრძე 1200 მეტრს.“
ბ) დებულებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი თევზის სახეობების მიხედვით:
| თევზსაჭერი იარაღები | თვლის მინიმალური ზომები მმ-ში | თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში |
| მოსასმელი ბადე კეფალისებრთა საჭერად | 20 | – |
| მოსასმელი ბადე სხვა თევზის საჭერად | 12 | – |
| თევზმახეები | 12 | – |
| ქისა ბადე | 6,5 | – |
| ტრალის პელაგიური ვარიანტი – ქაფშიის და ქარსალის საჭერად | 6,5
| – |
| ტრალის პელაგიური ვარიანტი სხვა თევზების საჭერად | 12 | – |
| კონუსური ბადე | 12 | – |
| პარაშუტისებრი ბადე | 12 | – |
| მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) | 20 | – |
| ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) | 20 | – |
| სახლართი ბადე | 28 | – |
| სხვა თევზსარეწი იარაღები | 12 | – |
“.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები