დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 256 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 20/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №256
2007 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
„საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №402, მუხ. 44) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კონკურსის გარეშე სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს (საწარმოების) აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ:
ა) საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებზე აფხაზეთისა და/ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ასევე სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულზე, შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ან საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან შეთანხმების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო, კომუნალური და სხვა სახის მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები