ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 24/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.146.016002
  • Word
22
15/09/2010
სსმ, 29, 24/09/2010
190040000.35.146.016002
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ქურთას მუნიციპალიტეტი

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება № 22

2010 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, აგრეთვე ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №1);

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 28 დეკემბრის №15 დადგენილება;

3. ეს დადგენილება ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ნებიერაძე

დანართი 1

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

3

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

650

5

საკრებულოს აპარატის უფროსი

700

6

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი, მათ შორის:

ა) წამყვანი სპეციალისტი

ბ) უფროსი სპეციალისტი

 

420

400