„სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების წესის შესახებ“

  • Word
„სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების წესის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 364
დოკუმენტის მიმღები იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი 28/12/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71(78), 29/12/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
364
28/12/1999
სსმ, 71(78), 29/12/1999
410.012.004.002
„სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების წესის შესახებ“
იუსტიციის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (29/12/1999 - 21/02/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.002

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 364

1999 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების წესის შესახებ

„პატიმრობის შესახებ საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის 97-ე მუხლის „ბ. პ. ქვეპუნქტის შესაბამისად:

     1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების თანდართული წესი.

     2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

    ჯონი ხეცურიანი

სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი, „პატიმრობის შესახებ კანონის შესაბამისად, აწესრიგებს მსჯავრდებულის აღმზრდელობითი, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან (შემდგომში - „დაწესებულება), აგრეთვე ტუსაღის საპყრობილიდან დროებითი გასვლის პირობებს.

    მუხლი 2. დაწესებულების გარეთ გასვლა შესასრულებელი სამუშაოს გამო

1. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს დაწესებულების გარეთ გასვლის უფლება, თუ ეს აუცილებელია მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას მსჯავრდებულს აძლევს, გასვლის ვადასა და პირობებს განსაზღრავს დაწესებულების ადმინისტრაცია.

    მუხლი 3. დაწესებულების დატოვება ანსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით

1. დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია მისცეს უფლება მსჯავრდებულს განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია, თუ მიღებული იქნება სარწმუნო ცნობა ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, სტიქიური უბედურების დროს, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა მსჯავრდებულს ან მის ოჯახს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ახლო ნათესავებად ითვლებიან მსჯასვრდებულის მეუღლე, მშობლები, ბებია, პაპა, შვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, აგრეთვე ის პირები, ვისთანაც მსჯავრდებული ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობამდე 2 წლის განმავლობაში.

 

    მუხლი 4. დაწესებულების დროებით დატოვების ვადა

1. დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შვიდ დღეს, ხოლო ტუსაღისათვის - დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის ადგილამდე მგზავრობის დროც.

2. დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

    მუხლი 5. დაწესებულების დროებით დატოვების უფლების გაცემა

1. დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ეძლევა მსჯავრდებულს განცხადების საფუძველზე, დირექტორის წარდგინებით, პროკურორის თანხმობით, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი ადგენს მსჯავრდებულის გამცილებელი მომსახურეების რაოდენობას.

2. დაწესებულების დროებითი დატოვების თაობაზე განცხადებას თან უნდა დაერთოს განსაკუთრებული პირადი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები - ჯანდაცვის ორგანოთა (ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის შემთხვევაში) ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ (სტიქიური უბედურების შემთხვევაში) გაცემული ცნობები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც დადასტურებულია სააღსრულებო ბიუროს უფროსის მიერ მათი გაცემის ადგილის მიხედვით.

    მუხლი 6. დაწესებულების დროებითი დატოვების ხარჯები

1. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებითი დატოვების ხარჯები ანაზღაურდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით.

2. დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებით ხარჯების ასანაზღაურებლად მსჯავრდებულზე თანხა მისი ანგარიშიდან გაიცემა დაწესებულების ბუღალტერიის მიერ, მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

3. სამგზავრო ბილეთებს მსჯავრდებული იძენს დამოუკიდებლად, აუცილებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაცია მსჯავრდებულს უწევს შესაბამის დახმარებას.

4. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ხანმოკლე გასვლის პერიოდისათვის, მიიღოს მისი კუთვნილი სამოქალაქო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

    მუხლი 7. მსჯავრდებულის მოწმობა

მსჯავრდებულს, რომელსაც მიეცა დაწესებულების დროებითი დატოვების უფლება, ეძლევა დადგენილი ფორმის მოწმობა (დანართი N 1), განემარტება გასვლის წესი და გაფრთხილდება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რის თაობაზეც მას ჩამოერთმევა ხელწერილი (დანართი N2).

    მუხლი 8. მსჯავრდებულის ჩასვლა დანიშნულების ადგილზე

მსჯავრდებული მოვალეა დანიშნულების ადგილზე ჩასვლიდან ერთი დღის ვადაში გამოცხადდეს შესაბამის სააღსრულებო ბიუროში და ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოწმობაში გააკეთებინოს აღნიშვნა დანიშნულების ადგილზე ჩასვლის თაობაზე, აცნობოს ჩასვლის მიზანი, ყოფნის ადგილი და ვადა, უკან დაბრუნების თარიღი.

    მუხლი 9. მსჯავრდებულის დაბრუნება დაწესებულებაში

1. დაწესებულების დროებითი დატოვების დამთავრებისას მსჯავრდებული მოვალეა საღსრულებო ბიუროს უფროსს მოწმობაში გააკეთებინოს აღნიშვნა დანიშნულების ადგილიდან გამგზავრების შესახებ.

2. დაწესებულებაში ღამით ან დილაადრიან დაბრუნებისას აღნიშვნა ხდება გამგზავრების წინა დღეს.

3. აღნიშვნები დანიშნულების ადგილზე მისვლისა და უკან დაბრუნების თაობაზე დასტურდება სააღსრულებო ბიუროს ბეჭდით.

4. დაწესებულებაში დაბრუნებისას მსჯავრდებული ადმინისტრაციას წარუდგენს მოწმობას და სამგზავრო ბილეთებს.

5. გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას, რომლებიც შეუძლებელს ხდიან მსჯავრდებულის დადგენილ ვადაში დაბრუნებას, სააღსრულებო ბიუროს უფროსს შეუძლია დასაბუთებულად გაუგრძელოს მსჯავრდებულს დაწესებულებაში დაბრუნების ვადა არა უმეტეს 5 დღისა და სასწრაფოდ შეატყობინოს ამის შესახებ დაწესებულების ადმინისტრაციას.

6. თუ მსჯავრდებული დანიშნულების ადგილიდან გამგზავრებისას დაავადმყოფდა და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზაცია, მსჯავრდებული ან მისი ახლო ნათესავები დაუყოვნებლივ აცნობებენ ამის თაობაზე დაწესებულების ადმინისტრაციას და შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებული შეიძლება მოთავსდეს სასჯელაღსრულების სისტემის ან ჯანდაცვის სისტემის ყველაზე ახლო მყოფ სამკურნალო-სამედიცინო დაწესებულებაში. მკურნალობის დასრულებისა და სამკურნალო - სამედიცინო დაწესებულებიდან გამოწერის შემდეგ მსჯავრდებული ამ მუხლით დადგენილ წესით ბრუნდება დაწესებულებაში.

    მუხლი 10. მსჯავრდებულის პასუხისმგებლობა

მსჯავრდებული, რომელიც დაწესებულების დროებით დატოვებისას დაარღვევს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და თავს აარიდებს თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდას, პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე.

    

წესის დანართი N 1

მოწმობა N

 

გაიცა მსჯავრდებულზე _________________________________________________________________

(მსჯავრდებულის სახელი და გვარი)

 

დაბადებული 19 - წელს,

მცხოვრები _____________________________________________________________________________

 

მსჯავრდებული საქართველოს ს.ს.კ.- მუხლით,

სასჯელის მოხდის დასაწყისი ____________________________________________________________

სასჯელის მოხდის დასასრული __________________________________________________________

იმასთან დაკავშირებით, რომ მას აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების უფლება შემდეგი მიზეზის გამო

     __________________________________________________________________________________

                          (მიზეზი)

     _________________________________________________________________________________

 

„პატიმრობის შესახებ" საქართველოს კანონის 49-ე მუხლის საფუძველზე.

დანიშნულების ადგილი________________________________________                      (ქალაქი, რაიონი, დაბა, თემი, სოფელი)

გასვლის ხანგრძლივობა _______________________ დღე

იგი ვალდებულია 200 - წლის „__ ,,_________________

დაბრუნდეს ____________________________________________________________ დაწესებულებაში

(დაწესებულების სახელწოდება)

მისამართზე __________________________________________________________________________

       (დაწესებულების მისამართი, ტელ. ნომერი)

 

დაწესებულების დირექტორი __________________________________________________________

                              (სახელი, გვარი)

 

 

_____________________________

(ხელმოწერა, ბეჭედი)

 

 

 ,, ____ _____________ 200 წ.

 

სააღსრულებო ბიუროს ორგანოს უფროსის აღნიშვნა

 

ჩამოვიდა ________________________________________________________________________________________

                (თარიღი, ხელმოწერა, ბეჭედი)

გაემგზავრა _____________________________________________________________________________

                (თარიღი, ხელმოწერა, ბეჭედი)

________________________________________________________________________________________

          (მსჯავრდებულის ხელმოწერის ადგილი)

 

წესის დანართი N 2

ხელწერილი

 

     მე, ქვემორე ხელისმომწერი _________________________________________________________

                              (მსჯავრდებულის სახელი, გვარი)

ვიძლევი ამ ხელწერილს მასზედ, რომ მე გავეცანი სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დაქტოვების წესს და გაფრთხილებული ვარ თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2031 მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის თაობაზე.

 

___ _____________ 200 - წ.

 

________________________________________________________________________________________

             (მსჯავრდებულის ხელისმოწერა)

     ხელწერილი ჩამოართვა ____________________________________________________________

                          (თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი)

________________________________________________________________________________________

                               (ხელმოწერა, ბეჭედი)

 

 

                         „___ „_____________200 - წ.