ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ

  • Word
ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 736
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 118, 16/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 440020030.08.002.016003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
736
14/09/2010
სსმ, 118, 16/09/2010
440020030.08.002.016003
ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/09/2010 - 30/12/2010)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 736

2010 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ

1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 105 მუხლის შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინსტიტუტ ,,ოპტიკის” სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2 თვეში უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წესდებების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი