დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 729 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 16/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016006 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №729
2010 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილებები და XII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XII
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 43. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდეგში – სამსახური) უფროსი;
ბ) სამსახურის უფროსის მოადგილე – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი;
გ) სამსახურის უფროსის მოადგილე.
მუხლი 44. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი;
გ) მთავარი სამმართველოს უფროსი;
დ) სამსახურის უფროსის კონსულტანტი;
ე) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ვ) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე – სასწავლო ცენტრის უფროსი;
ზ) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე;
თ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე;
ი) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
კ) სამმართველოს უფროსი;
ლ) სამმართველოს უფროსი – მთავარი ბუღალტერი;
მ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის აპარატის უფროსი.
მუხლი 45. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ბ) სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილე;
გ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის აპარატის უფროსის მოადგილე;
დ) სამსახურის უფროსის თანაშემწე;
ე) განყოფილების უფროსი;
ვ) სამსახურის არქივის უფროსი;
ზ) უფროსი ინსტრუქტორი;
თ) განყოფილების უფროსის მოადგილე;
ი) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;
კ) მთავარი იურისტი;
ლ) ქვეგანყოფილების უფროსი;
მ) ცვლის უფროსი;
ნ) ჯგუფის უფროსი;
ო) უფროსი იურისტი;
პ) უფროსი ინსპექტორი;
ჟ) ინსტრუქტორი;
რ) მთავარი სპეციალისტი;
ს) პასუხისმგებელი მორიგე;
ტ) უფროსი რეფერენტი;
უ) მთავარი კომენდანტი;
ფ) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
ქ) დაცვის უფროსი ოფიცერი;
ღ) ინსპექტორი;
ყ) წამყვანი სპეციალისტი;
შ) უფროსი ბუღალტერი;
ჩ) უფროსი კომენდანტი;
ც) ქირურგი;
ძ) ფსიქოთერაპევტი;
წ) თერაპევტი;
ჭ) სტომატოლოგი;
ხ) მორიგე თერაპევტი;
ჯ) ნევროპათოლოგი;
ჰ) ოკულისტი;
ჰ1) გინეკოლოგი;
ჰ2) ოტოლარინგოლოგი;
ჰ3) დერმატოლოგი;
ჰ4) ფსიქიატრი;
ჰ5) მორიგე ექიმი;
ჰ6) ფსიქოლოგი;
ჰ7) სანიტარიული ინსპექტორი;
ჰ8) ეპიდემიოლოგი;
ჰ9) ბაქტერიოლოგი;
ჰ10) ბიოქიმიკოსი;
ჰ11) ქიმიკოსი;
ჰ12) რეანიმატოლოგი;
ჰ13) ოპერატიული მორიგე;
ჰ14) ფსიქოანალიტიკოსი;
ჰ15) რეფერენტი;
ჰ16) მოიერიშე სნაიპერი;
ჰ17) მებრძოლი ოფიცერი;
ჰ18) უფროსი ოფიცერი;
ჰ19) კავშირის უფროსი ოფიცერი;
ჰ20) უფროსი ავტოინჟინერი;
ჰ21) ინჟინერი.
მუხლი 46. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) ოპერატიული თანამშრომელი;
ბ) დაცვის ოფიცერი;
გ) ოფიცერი;
დ) კავშირის ოფიცერი;
ე) უფროსი სპეციალისტი;
ვ) სპეციალისტი;
ზ) ბუღალტერი;
თ) ბუღალტერ-მოლარე;
ი) კომენდანტი;
კ) საწყობის გამგე;
ლ) ვეტერინარი;
მ) მძღოლი ოფიცერი;
ნ) საწვავ-საცხები მასალების გამმართველი;
ო) ავტოინჟინერი;
პ) უფროსი მზარეული;
ჟ) უფროსი ტექნიკოსი;
რ) დაცვის თანამშრომელი;
ს) საშვთა ბიუროს ინსპექტორი;
ტ) ოპერატორი;
უ) მედდა;
ფ) ლაბორანტი;
ქ) სანიტარი;
ღ) დამთვალიერებელი;
ყ) ტექნიკური მოსამსახურე;
შ) დამხმარე მოსამსახურე;
ჩ) მძღოლი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 5 ოქტომბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები