დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 250 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 17/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.040.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №250
2007 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
,,2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №2, მუხ.14) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1200 კაცით, საკონტრაქტო სამსახურის მოსახდელად – 1080 კაცით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად გათვალისწინებულ იქნეს 300 წვევამდელი“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები