„ხონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ხონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 27/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.119.016012
  • Word
25
14/09/2010
სსმ, 30, 27/09/2010
190020020.35.119.016012
„ხონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2010 წლის 14 სექტემბერი

ქ. ხონი

,,ხონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ,,ხონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბერის №122 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ა) მზრუნველობამოკლებული 0–18 წლამდე ბავშვები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს, გარდა მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვებისა, ერთ სულზე – 200 ლარი;

ბ) ,,ბავშვზე ზრუნვის“ და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის ,,2010 წლის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 01.02 №01/27-ო ბრძანების შესაბამისად ბავშვთა მიტოვების პრევენციის კომპონენტის ფარგლებში არაფულადი სოციალური დახმარების (კვების და ლოგინის ვაუჩერის) სამიზნე ჯგუფებში აღრიცხული ოჯახები, რომელთა პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის განყოფილების მიერ, ერთ სულზე – 200 ლარი;

გ) გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრული დამბლით, ონკოლოგიური, ლეიკემიით, ტუბერკულოზით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57000-ზე მეტია, ერთ სულზე – 200 ლარი;

დ) ოჯახები, რომელთაც ჰყავს 18 წლამდე ბავშვი და სარეიტინგო ქულა არის 70 000-ზე ქვემოთ, თითოეულ ბავშვზე – 100 ლარი.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე