„სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 17/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.08.002.004
  • Word
247
13/04/2007
სსმ, 53, 17/04/2007
190.040.000.08.002.004
„სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №247

2007 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 ივნისის №293 ბრძანებულებაში (სსმ III,  2002 წ., №61, მუხ. 552) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, როდესაც მე-3 მუხლში ხსენებულ შეტყობინებაში მითითებულია კონკრეტული სახის პროდუქცია, რომლის მიწოდებაზე არ არსებობს განაცხადი საკუთარი სახსრებით ამ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების თაობაზე, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს მიზნობრივი პროგრამის მომზადებისა და გამოვლენის მიზნით, რისთვისაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ იქმნება უწყებათაშორისი სატენდერო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები. კომისიის  შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სხვა უწყების წარმომადგენელიც.“;

ბ) ბრძანებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეროვნული წარმოების სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის განკარგულებით უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია შეარჩიოს პროგრამები კონკურსის გამოცხადების გარეშეც.“;

გ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-9 და მე-17 პუნქტები;

დ)  ბრძანებულების მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პროგრამის დასრულებიდან ორ კვირაში საქართველოს მთავრობას წარუდგენს ინფორმაციას მიზნობრივი პროგრამის განხორციელების შედეგების თაობაზე.“.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ბრძანებულების ამოქმედებიდან ორ თვეში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს წლიურ საბიუჯეტო კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ბრძანებულებით გათვალისწინებულ საკითხებზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით და წინადადებების წარმოდგენა ამ სფეროს მარეგლამენტირებელი საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების ძალდაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი