“ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
“ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 27/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016002
  • Word
15
14/09/2010
სსმ, 30, 27/09/2010
010250050.35.119.016002
“ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2010 წლის14 სექტემბერი

ქ. ხონი

„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს 5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგენს:

 მუხლი 1. „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გამგეობა საქმიანობა წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულკანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის № 518 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქმისწარმოების ერთიანი წესებით”.“.

3. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) „ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს”

4. დებულების 30-ე მუხლის გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გამგებელს საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, განისაზღვრება ამ დებულებით.“.

6. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.“.

8. დებულების მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურა”.

9. დებულების მე-5 თავის მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს .

10. დებულების მე-5 თავის 21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                            . გელენიძე