დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 27/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.119.016001 |
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2010 წლის 14 სექტემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ „ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს № 4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2010 წლის 26 აგვისტოს №01-40/730 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ“.
2. დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) რეკლამის შესახებ „საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარერეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება“.
3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
4. დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) საკრებულოს თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოსა და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს.“.
5. დადგენილების 107-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7) საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსს და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (თუ საკითხი შეტანილია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გამგებლის (წინადადებით) უფროსისა და რედაქტორის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები