დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13-40
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 27/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016006
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
13-40
14/09/2010
სსმ, 30, 27/09/2010
010250020.35.156.016006
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (27/09/2010 - 04/08/2014)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 

 

 

 

 

 

 

 
 

 

 

 

 
დადგენილება №13-40

2010 წლის 14 სექტემბერი

 ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანებისა და დევნილთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 20 დეკემბრის №30 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

 საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ   შ. ალიევი

 დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. დმანისი მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

1. დმანისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;

გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

1. სამსახური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. სამსახურის ფუნქციებ სოციალური დაცვის სფეროში

1. სამსახური სოციალური დაცვის სფეროში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

გ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 5. ზოგადი დებულებები

1. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.