დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13-39
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 27/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016005
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
13-39
14/09/2010
სსმ, 30, 27/09/2010
010250020.35.156.016005
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/09/2010 - 30/09/2010)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13-39

2010 წლის 14  სექტემბერი

 ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 ნოემბრის №175 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ       შ. ალიევი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, გამგეობის დებულება, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები და ეს დებულება.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უფლებამოსილება.

3. სამსახურის სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

4. სამსახური ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების მიხედვით აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.

5. სამსახური არ არის იურიდიული პირი, მაგრამ აქვს ბეჭედი, შტამპი.

6. სამსახურის მისამართია: ქ. დმანისი, 9 აპრილის ქ. 12.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და უფლებები

1. სამსახურის ფუნქციებია:

ა) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;

ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობის უზრუნველყოფა;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;

ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;

ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;

ზ) ჭაბუკებისა და წვევამდელთა ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;

თ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;

ი) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;

კ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;

ლ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა;

მ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ნ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;

ო) თეორიული მეცადინეობების მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამსახურზე მობილიზაციის დროს;

პ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება;

ჟ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა;

რ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს;

ს) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. სამსახურს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

გ) სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 3. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის საშტატო ნუსხას და სამუშაოთა აღწერილობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.   

3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტანა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.