„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 12/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 12/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.014192
  • Word
12/ნ
08/02/2010
სსმ, 17, 12/02/2010
040030000.22.022.014192
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.192

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №12/ნ

2010 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 25.07.2006 წ., №98, მუხ. 1346) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

მე-3 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. დირექტორი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს ცენტრის თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ხელშეკრულებით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8) დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მოადგილე ცენტრის დირექტორის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი