„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 12/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.014197
  • Word
141
09/02/2010
სსმ, 17, 12/02/2010
140130000.22.034.014197
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.197

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №141

2010 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანების (სსმ III, 28.12.2007წ., №186, მუხ. 2092) მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

1. დაუწესდეს სამინისტროს სისტემაში (გარდა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა) სახელმწიფო სპეციალური ანდა სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურევი კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე –15%;

დ) 10 წელი და მეტი – 20%.

2. სამოქალაქო პირისათვის სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, მინისტრის თანხმობით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ნამსახურობაში ჩაითვლება სამოქალაქო პირის სამინისტროს სისტემაში მუშაობის პერიოდი.

    მუხლი 8

1. ამ ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია ცნობა ან ამონაწერი წელთა ნამსახურობის შესახებ წარადგინოს სამინისტროს შესაბამის საფინანსო სამსახურში.

2. სამინისტროს შესაბამისმა საფინანსო სამსახურებმა ნამსახურევი წლების დანამატის დარიცხვა განახორციელონ შესაბამისი ცნობის (ამონაწერის) წარმოდგენიდან პირველივე თვეს.“.  

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი