დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 237 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 10/04/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №237
2007 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ნუსხის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
2. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციის დაცვის სამმართველოს უფროსი.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.
4. შემოსავლების სამსახურის:
ა) უფროსის მოადგილე;
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და მისი მოადგილე (გარდა საგადასახადო და საბაჟო საკითხებში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და მისი მოადგილისა);
გ) საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საკითხებში შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი;
დ) სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი;
ე) საგადასახადო ინსპექციის უფროსი, მსხვილ გადამხდელთა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციების უფროსები;
ვ) საბაჟო საკითხებში მასმედიასთან ურთიერთობისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების შეიარაღებისთვის პასუხისმგებელი თანამშრომელი;
ზ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს გაცილების განყოფილების უფროსი;
თ) რეგიონალური საბაჟოს უფროსი და მისი მოადგილე;
ი) რეგიონალური საბაჟოების საბაჟო გაფორმების განყოფილებების უფროსი;
კ) საბაჟო საგუშაგოს უფროსი და მისი მოადგილე;
ლ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი და მისი მოადგილე.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები