„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 11/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.014190
  • Word
31
10/02/2010
სსმ, 16, 11/02/2010
040030000.22.027.014190
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.014.190

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №31

2010 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკის, ისანი-სამგორის, მთაწმინდა-კრწანისის, ნაძალადევის, საბურთალოს, ამბროლაურის, ახალქალაქის, ბოლნისის, ზუგდიდის, თელავის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, რუსთავის, ახალციხის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის და ხელვაჩაურის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ი3“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №1 და №3 ქორწინების სახლები და ქ. რუსთავის ქორწინების სახლი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებიდან ახორციელებენ მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციას.

6. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივისა და ქ. თბილისის არქივის კომპეტენციაში შედის:

ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველი ან მეორე ეგზემპლარების შენახვა და ქრონოლოგიური წესით ფორმირება;

ბ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შეტყობინების საფუძველზე შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველ ან მეორე ეგზემპლარში შესაბამისი აღნიშვნის შეტანა, არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების შესაბამისობაში მოყვანა სამოქალაქო აქტის ჩანაწერის პირველ ეგზემპლართან;

გ) შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერის პირველი ან მეორე ეგზემპლარის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

დ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არსებობის ან არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლის გაცემა;

ვ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ისანი-სამგორის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევრო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქების ტერიტორია, ასევე დიდი ლილო და პატარა ლილო;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის და სამგორის სამსახურების წარმოებაში არსებული განცხადებების განხილვა უზრუნველყოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურმა.

2. ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის და სამგორის სამსახურებში არსებული დოკუმენტები გადაეცეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურს.

3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №2 ქორწინების სახლის წარმოებაში არსებული განცხადებების განხილვა უზრუნველყოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №1 ქორწინების სახლმა.

4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №2 ქორწინების სახლში არსებული სამოქალაქო აქტები გადაეცეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის არქივს.

5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. ქუთაისის არქივში დაცული დოკუმენტები და საარქივო ფონდი გადაეცეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურს.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი