დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 10/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.014182 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/02/2010 - 26/02/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.014.182
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №76
2010 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებით (სსმ III, 21.04.09, №48, მუხლი 547) დამტკიცებული დანართი №2-ის მე-13 პუნქტის 13.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
ტერიტორიული ორგანოები:
დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––
მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო
გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო/იძულებითი ღონისძიებების სამმართველო
იურიდიული სამმართველო/იურიდიულ საკითხთა სამმართველო
საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო/საბაჟო დამუშავების ოპერაციისა და საბაჟო კონტროლის სამმართველო
ადმინისტრაცია
საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/კონტროლის სამმართველო (მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია/თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/გორის საგადასახადო ინსპექცია)
საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო (თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია))
საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება
საბაჟო გამშვები პუნქტი
საბაჟო საგუშაგო“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები