დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 დეკემბრის №672 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 216 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 30/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №216
2007 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 დეკემბრის №672 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 დეკემბრის №672 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №69, მუხ. 1062) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოხდეს მხოლოდ გადასვენების წესით და განხორციელდეს მათი გარდაცვალებიდან არა უადრეს 10 წლისა.
3. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები