დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №647 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 10/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.014178 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.178
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება �11/ნ
2010 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
�საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ� საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის �647 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და �საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის �37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის �მ� ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
��� მუხლი 1.
�საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ� საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის �647 ბრძანებით (სსმ III, 28.07.2008 წ., �106, მუხ. 1179) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის �ა� და �ბ� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ა) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
ბ) დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;�.
2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უნივერსიტეტში ჩარიცხული პირები რექტორის ბრძანებით ირიცხებიან ამ მუხლში მოყვანილ ფაკულტეტებზე, რომლებიც ახორციელებენ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს და ანიჭებენ სტუდენტს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. ამასთან, ფაკულტეტები ახორციელებენ მაგისტრატურისა, დოქტორანტურისა და დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამებს.�.
3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;�;
ბ) �კ� და �ლ� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�კ) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესს;
ლ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;�.
4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11�13 პუნქტები:
�11. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
12. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს იმავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ ან ასოცირებულ პროფესორს.
13. რექტორს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.�.
5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ ან რექტორის ინიციატივით.�.
6. მე�14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. წარმომადგნელობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს სპიკერი.�;
7. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�5. შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მასწავლებელთა და ამ წესდების 49-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.�.
8. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
�6. რექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი. რექტორის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
7. რექტორის არყოფნის შემთხვევაში რექტორის მოვალეობას ასრულებს რექტორის მოადგილე. რექტორის მოადგილე არ არის უფლებამოსილი იყოს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხელი მოაწეროს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს � დიპლომს და უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.�;
9. მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
2. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც:
ა) სისტემატურად აფასებს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესებს;
ბ) უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვით;
გ) ამზადებს უნივერსიტეტს პროგრამული აკრედიტაციისათვის.�.
10. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�გ) ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით პროგრამებს;�.
11. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის �თ1� ქვეპუნქტი:
�თ1) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;�.
12. მე-19 მუხლის �ბ� პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;�.
13. მე-20 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.
3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები.
4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო მოქმედებს და დოქტორის აკადემიურ ხარისხს მეცნიერების დარგებში ანიჭებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.�.
14. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. უნივერსიტეტის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.�.
15. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ბეჭდვით ორგანოში და შესაბამის ფაკულტეტზე. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა, კანდიდატთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და ფაკულტეტის დეკანის არჩევნების ჩატარების თარიღი.�;
16. 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�7. არჩეულ სპიკერს უნივერსიტეტი კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სარეგისტრაციოდ.�.
17. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
�41. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.�.
18. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღიშნული განცხადება ქვეყნდება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.�.
19. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. რეგისტრაციაში გატარდება ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც არის ამ ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უგვიანეს 3 კვირის განმავლობაში. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისათვის სავალდებულოა მის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის წარდგენა.�.
20. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში იმართება რექტორის არჩევნები.�.
21. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.�.
22. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
�4. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
23. 47-ე მუხლის �ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;�.
24. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 50. სპეციალისტის მოწვევა
1. ფაკულტეტი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეული სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით.
2. მოწვეული აკადემიური პერსონალის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.�.
25. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
�11. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.�.
��� მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები