„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 32/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 10/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.014180
  • Word
32/ნ
08/02/2010
სსმ, 15, 10/02/2010
040030000.22.035.014180
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.014.180

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №32/ნ

2010 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებუ-ლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით (სსმ III, 2007 წ. №90, მუხ. 963) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები (შემდგომში – რეგიონული საბჭო) წარმოადგენენ სააგენტოს სათათბირო ორგანოებს.

2. რეგიონული საბჭოს შემადგენლობას და დებულებას კანონმდებლობის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

3. რეგიონულ საბჭოს შემადგენლობაში შედიან სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელი, სამინისტროს სისტემაში არსებული სხვა ორგანიზაცია/დაწესებულების წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირი.

4. რეგიონული საბჭოს უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება რეგიონული საბჭოს დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი